среда, 26 июня 2013 г.

                             



           ეს პატარა ქვეყანა მდიდარი და მრავაფეროვანი ტრადიციებით გამოირჩევა. თითოეული კუთხე, ეთნოგრაფიული ცხოვრების წესი, კულტურა თავისებურად დახვეწილი და გასხვავებულია. ამ გარემოებას ბუნების მრავალფეროვნებაც უწყობს ხელს, მთისა და ბარის სახესხვაობა განსაკუთრებით შესამჩნევია.
სამწუხაროდ დრომ თავისი გაიტანა და ბევრი ტრადიცია დავიწყებას მიეცა, ზოგი გადასხვაფერდა, სახე იცვალა, ბევრი კი დიდი რუდუნებით დღემდე მოვიტანეთ.
როგორი იყო გასული საუკუნის ეთნოგრაფიული საქართველო? – წარმოგიდგენთ ქ–ნ ნინო ბრაილაშვილის ჩანახატებს.


      „საქართველო ძირითადად დიდი კავკასიონის სამხრეთი ფერდიდან იწყება და მცირე კავკასიონამდე ვრცელდება , რომლის ნაწილსაც იგი მოიცავს; დასავლეთიდან მას შავი ზღვა ეკვრის, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი; სურამის ქედი მას შუაზე ჰყოფს. აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა კონტინენტურია, დასავლეთში –ზღვისა, ზოგან კი–სუბტროპიკული. ასევე განირჩევა ერთმანეთისგან მდინარეთა ხეობებში დასახლებული სხვადასხვა მცირე ეთნიკური ჯგუფებისაგან შემდგარი ხალხიც.
აღმოსავლეთისანი– ჩასკვნილები და შავგრემანები არიან; დასავლელები ტანადნიმ ხშირად ქერათმიანი და ცისფერთვალიანები არიან. ხასიათებიც განსხვაბეული აქვთ.

დასავლეთ საქართველო: მარცხნიდან მარჯვნივ: 1-2 მეგრელები და გურულები, 3-6 იმერლები და 8-9 აჭარლები ეროვნულ სამოსში.

1-2– მაღალმთიანი რაიონები (მარცხნიდან მარჯვნივ) თუშები, 3-6 ხევსურები, 7-სვანი, 8-10 რაჭველები.

აღმოსავლეთ საქართველო (მარცხნიდან მარჯვნივ): 1- ქართლელი გლეხი, 2 – მოქალაქე ხელოსანი, 3- მოქალაქე ვაჭარი , 4-7 – მაღალი წოდების ქართლელები და კახელები, 8–9 ინგილოები.










                     ტრადიციები მესხეთში (ჭონა და აღდგომის მახარებლები)



      აღდგომაზე მესხეთში მეჭონეები სალამურზე უკრავდნენ, სოფლის გოგო-ბიჭები კი ამ დროს ცეკვა-თამაშს, ჭიდაობას მართავდნენ. მეჭონეები ყოველი სახლის წინ ჩერდებოდნენამ დროს დიასახლისი კალათაში წითელ კვერცხებს ჩაალაგებდა და მეჭონეებიც სხვა ოჯახის ბანზე გადადიოდნენ. ახლა იქიდან ჩაუშვებდნენ კალათას და მღეროდნენ.







                                     ასპინძაში ადათ წესები და დღესასწაულები


        საქართველოს ძირძველი კუთხის, მესხეთის ამ პატარა რაიონში დიდი ადგილი უჭირავს კუთხურ ტრადიციებს, ადათ – წესებს, რომელთა შორის გამოირჩევა სტუმართმოყვარეობა, მშობლის პატივისცემა, ქალისადმი თაყვანისცემა, მოხუცისადმი მოკრძალება , თანადგომა შრომაში, ჭირსა და ლხინში.
ტრადიციებით მდიდარ ამ კუთხეში ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას იმართება სახალხო დღესასწაული _ „შოთაობა,“ რუსთაველის მშობლიურ სოფელ რუსთავში. ამ დღესასწაულს საფუძველი ჩაეყარა 1966 წელს. ამ ღონისძიებას ორგანიზებას უკეთებს დაბის მუნიციპალიტეტი.
        ეს დღესასწაული ნამდვილი პოეზიის დღეობაა. ამ დროს სოფ. რუსთავში იკრიბებიან საქართველოს ყველა კუთხიდან სახალხო მთქმელები, ცნობილი პოეტები და მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, მთარგმელები, უცხოელი სტუმრები.
„შოთაობა“ სახალხო დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ყოველი წესის დაცვით იმართება. ისმის ქართული ხალხური ჰანგები, კითხულობენ ლექსებს, ჩანახატებს. გაჩაღებულია ცეკვა .
        რაიონის ყოველ სოფელს მოწყობილი აქვს საკუთარი „ფაცხები“, სადაც შემოდგომის ნობათთან ერთად გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები.
აქვე იმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში, დოღი, „საჯილდაო ქვა“ და მრავალი თამაში.
       ასევე სახალხო დღესასწაულია „ასპინძობა“, რომელიც აღინიშნება ხან 27 ოქტომბერს(ეს ასპინძის რაიონად გამოცხადების დღეა 1939წ.), ხან 20 აპრილს ( ასპინძის ომის დღე).
„ასპინძობა“ ლამაზი და ხალისიანი დღესასწაულია, თუმცა მაშტაბურად ვერ უტოლდება „შოთაობას.“

       ნათელ – მირონობა ჩვენში სისხლის ნათესაობაზე წინ დგას და მე-12 თაობამდე გრძელდება. ნათლიას უდიდეს პატივს სცემენ. ჩვენში ასეც კი იტყვიან: „ნათლია ბანზე რომ გადაივლის, ნათლიდედა შინ ფეხზე უნდა ადგესო“…
ასპინძაში წესია, რომ ახალი წლის პირველ დღეს ნათლული ძღვენით უნდა ეწვიოს ნათლიის ოჯახს და პირველი მათ უნდა მიულოცოს ბედნიერი წლის დადგომა. ეს ტრადიცია ძველია და დღესაც არ ღალატობენ.
წარსულში მტკიცედ იცავდნენ ქორწინების წმიდათა – წმიდა რიტუალს.
დღეს ყველაფერი შეიცვალა. ასპინძაში მოსახლეობის სიჭრელეა. აქ მესხების გვერდით ცხოვრობენ იმერლები, მთიულები, აჭარლები, სომხები და რუსები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა ქორწინებისა და დაკრძალვის წეს – ჩვეულებაზე.

       მესხებმა მიცვალებულის გაპატიოსნებაც ღირსეულად იციან, თუმცა ბევრი ცვლილებაა წინაპრებისაგან გადმოცემულ წეს-ჩვეულებაში.
მიცვალებულს მეექვსე დღეს კრძალავენ, ძირითადად საგვარეულო სამარხში. ჭირისუფალი 40 დღე მძიმე შავებით არის შემოსილი და წლამდე შავებით გლოვობს. ხოლო მამაკაცები 40 დღე წვერს ატარებენ.
დაკრძალვას მოჰყვება ქელეხი დიდი სუფრით, რაც ნამდვილად არ არის მისაღები და ლამაზი. ამ მავნე ჩვევამ ძლიერად მოიკიდა ფეხი და ჭირისუფალს მიცვალებულზე მეტად, ქელეხზე უწევს ზრუნვა. ამას მოჰყვება ხალხმრავალი ორმოცი, წლისთავი, ძვირფასად მოწყობილი საფლავი.


                                             წეს- ჩვეულებები სამაგრელოში







…. საინტერესოა სამეგერელოში გავრცელებული დღესასწაული თერდობა, იგივე თევდორობა – ცხენის სალოცავი. მას დიდ მარხვის პირველი კვირის შაბათ საღამოს იხდიდნენ. ცხენის პატრონი ამ დღეს აცხობდა ცხენის ქანდაკებას მთელი მისი შეკაზმულობით, დაილოცებოდნენ ცხენების გამრავლებაზე და სანთელ-საკმეველს გზავნიდნენ წმ. თედორეს სალოცავში. სამეგრელოში ზამთარში, დეკემბრის ან იანვრის ერთ რომელიმე დღეს. სრულდებოდა ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რიტუალი: იკვლებოდა გოჭი და მამალი, ცხვებოდა ოთხი ყველიანი კვერი. მსვხერპლი ეწირებოდა მთავარანგელოზს, რომელსაც ოჯახის წევრების ჯანმრთელობას შესთხოვდნენ. სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღესასწაულია მირსობა. დღესასწაულობდნენ დიდი მარხვის დროს, ხუთშაბათს. იკვლებოდა ღორი და სრულდებოდა თვალის დაავადებათა თავიდან აცილების რიტუალი. მირსობა საოჯახო რიტუალი იყო და გარკვეულწილად უკავშირდება მითრას კულტის ელემენტებს. ამ ბოლო დროს კი მას წმ. გიორგის თაყვანისცემას უკავშირებენ.
როგორც მთელ საქართველოში, ასევე სამეგრელოში, ახალ წელს სხვადასხვა რიტუალით ეგებებოდნენ. ეს რიტუალები მრავალი და მრავალფეროვანი იყო. ამ დროს სრულდებოდა ადამიანის გატაცების ინსცენირება. ახალი წლისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი ჩიჩილაკი, ნაყოფიერებისა და მზის ღვთაების სიმბოლოა.

           სამეგრელოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პატივსაცემი წმინდანია წმ. გიორგი. აქ წმ. გიორგის სახელზე რამდენიმე სამლოცველოა აგებული. მათ შორის გამოირჩევა ილორის წმ. გიორგის ეკლესია, ოჩამჩირის მახლობლად სოფელ ილორში (დღევანდელი გალის რაიონი). ეს ტაძარი მნიშვნელოვანია არა იმდენად ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით, არამედ სასწაულთა, ლეგენდათა და გადმოცემათა მიხედვით. წელიწადში ორჯერ გიორგობას – 23 აპრილსა და 10 ნოემბერს (ძვ. სტ.)
როგორც მთელ საქართველოში, ასევე სამეგრელოში, ახალ წელს სხვადასხვა რიტუალით ეგებებოდნენ. ეს რიტუალები მრავალი და მრავალფეროვანი იყო. ამ დროს სრულდებოდა ადამიანის გატაცების ინსცენირება. ახალი წლისთვის დამახასიათებელი ატრიბუტი ჩიჩილაკი, ნაყოფიერებისა და მზის ღვთაების სიმბოლოა.




სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციები ხევში




           სტუმარ-მასპინძლობა ეთნოგრაფიული თემატიკიდან ყოფის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის დღემდე ცოცხლად მოქმედი, თუმცა ახალი ეპოქის მოთხოვნილების შედეგად ტრანსფორმირებული წესი.ხევში დღემდე შენარჩუნებული ჩვეულების მიხედვით ოჯახში მომსვლელი მეზობელი, თუ სხვა სოფლის ან კუთხის მკვიდრი, რომელიმე მამაკაცის სახელს დაიძახებს. უმამაკაცო ოჯახშიც კი მიუღებელია ქალის სახელის დაძახება. ის, რაც დღემდე სრულდება და უშუალო დაკვირვებით შეიძლება აღვიქვათ, კიდევ უფრო მტკიცედ დაცული იყო წარსულში.

           სტუმრების მიღება ოჯახის უფროსის ფუნქციას შეადგენდა, ხოლო სამყოფოში (სახლის მთავარ განყოფილებაში), სადაც კერა იყო მოწყობილი, მისალმება-მოკითხვების უფლებით სარგებლობდა რძლებს შორის უფროსი დიასახლისიც. ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ასეთი სიტუაცია დამახასიათებელი იყო დიდი ოჯახისათვის, რომლის მოხევეები მასპინძლის მოვალეობას იმის ღრმა რწმენით ასრულებდნენ, რომ “სტუმარი ღვთისაა”, ხოლო მასპინძელი მარტოოდენ ერთი ოჯახი კი არაა, არამედ ყველა ნათესავი და მეზობელი, მთელი სოფელი. ბავშვობიდანვე ამ შეგნებით შთაგონებული მოხევე თავს ვალდებულად თვლიდა სოფელში მოსული უცხო კაცისთვის მისალმებისთანავე მასპინძლობა შეეთავაზებინა.

შემადგენლობაში რამდენიმე თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.                    
                          მეღვინეოვის ტრადიცია საქართველოში






          მეღვინეობა არის კვების მრეწველობის დარგი, რომელიც ამზადებს ღვინოს, შამპანურს, კონიაკს, აგრეთვე ხილკენკრეულის ღვინოს. ღვინის დამზადება ყურძნის წვნის ან დურდოს ალკოჰოლური დუღილის მეშვეობით. მეღვინეობის ნედლეული საღვინე ვაზის ჯიშის თეთრი ან წითელი ყურძენია, რომელიც ტექნიკური სიმწიფის პერიოდში საკმაორაოდენობით შეიცავს ამა თუ იმ ტიპის ღვინის ფორმირება-ჩამოყალიბებისათვის საჭირო შაქრებს, მჟავებსა და ექსტრაქტის ცალკეულ კომპონენტებს. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას, იმუშავებდა როგორც სუფრის ღვინოების (კახური, ქართლის, იმერული, რაჭა-ლეჩხუმის, აფხაზური და სხვა), ისე სადესერტო ღვინის მიღების ტექნოლოგიას. ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი უძველესი საგნები: თიხის ქვევრები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ფიალები და სხვა ნივთები. განსაკუთრებით საინტერესოა ალაზნის ველის სამაროვნების (ძვ. წ. I ათასწლეული) გათხრის შედეგად აღმოჩენილი კერამიკური ჭურჭელი, აგრეთვე მცხეთის მახლობლად (ბაგინეთში) ნაპოცნი ჭურჭელი, რომელიც ძვ. წ. IV-III ათასწლეულით თარიღდება, და ძვ. კოლხეთის ტერიტორიაზე ვანში აღმოჩენილი ქვევრებიანი სარდაფი (ძვ. წ. III-II სს.) . ბორჯომის რაიონის სოფ. ჭობისხევში ნაპოვნ მიწით დაფარულ მარანში იყო 11 ქვევრი, ვარძიაში აღმოაჩინეს ასამდე ქვევრი, რომელთა შორის ერთი იყო ორმაგკედლიანი. თერმოსის მსგავსი. სავარაუდოა, რომ ამგვარი ქვევრი ღვინის თერმული დამუშავებისათვის იყო განკუთვნილი, უმთავრესად ნახევრად ტკბილი, შუშხუნა ღვინოების მისაღებად. ძველ საქართველოში ყურძენს ქვის ან ხის საწნახლებში ფეხით ჭყლეტდნენ, შემდეგ ქვევრებში მთლიანად ან ჭაჭის ნაწილზე დაადუღებდნენ. ღვინო გადაჰქონდათ ტიკებითა და რუმბებით, ინახავდნენ ქვევრებში.




საქორწილო ტრადიციები ძველ საქართველოში







ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
      ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.



სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ხევსურეთში








         სტუმარ-მასპინძლობის ადათი ხევსურეთში დღესაც დაცულია და სტუმარსაც პატივისცემით იღებენ. შატილში სტუმარი ჯერ მიდის ”საფეხვნოში” (სასაუბრო), რომელიც სოფლის მისავალშია გამართული, და იქ დაიცდის. შემდეგ მასთან მასპინძელი მივა და თავის ოჯახში დაიწვევს.
ეს საფეხნო ქვა-ყორით ნაგები დაბაზი და ზედ სიპით არის დახურული. საფეხნო წინ ღიაა და შიგ ქვის სკამებია გამართული. შუაში ძევს ხიმუნი, რომელშიაც ტყავი იძილება. საფეხნოში მხოლოდ მამაკაცები იკრიბებიან და დედაკაცს იქ მისვლა არ შეუძლია. შესავლაში, საფეხნოს თავში, უფორსებისა და ხატის მსახურთა სკამია გამართული; შატილიელები აქ იკიბებიან კვირა-უქმეებში, საქმობენ და თან საუბრობენ; ზოგი მუშას გრეხავს, ზოგი ტყავს ზელავს და სხვა; სასოფლო და რჯულის საქმეებიც აქ ირჩევა. საქმის დღეებში კი დილით იკრიბებიან საქმეზე წასვლის წინ და საღამოთი, როცა სამუშაოდან ბრუნდებიან.
         სტუმარსაც პირველად საფეხნოში მიიღებენ და აქ ერთმანეთს მოიკითხავენ. სტუმარი ოჯახში ხელცარიელი ვერ მივა, მას მიაქვს სასმელად არაყი ან ლუდი. სტუმარს ყველანი ფეხზე უდგებიან და კარგად უმასპინძლდებიან. საპატიო სტუმარს მასპინძელი ზოგჯერ ცალ მუხლზე დაჩოქილი ემსახურება. სტუმრის შეურაცხყოფა ან დაკეჭნა არ შეიძლება და ამზე სამაგიერო პასუხი მასპინძელს მოეთხოვება.
ოჯახში შემოსულ სტუმარს მასპინძელი ასე მიესალემება: ”მაგვიხვე მშვიდობით!” სტუმარი პასუხობს ”დამხვდით მშვიდობით! აშენდით! სრუ მუდამ ლხინზედა, მშვიდობაზედამც შეიყრებით”-ო.